07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
თურქეთში ირანელი მედია მაგნატი მოკლეს

თურქეთში ირანელი მედია მაგნატი მოკლეს. საიდ კარიმიანი და მისი ქუვეითელი ბიზნეს პარტნიორი სტამბულის ერთ-ერთ უბანში მანქანით გადაადგილდებოდნენ, როდესაც უცნობმა პირებმა მათ გზა დაგაუღობეს და ცეცხლი გაუხსნეს. ირანელი ბიზნესმენი ადგილზე დაიღუპა.

საიდ კარიმიანი ოპოზიციური ტელეკომპანია ჯემ-ის დამფუძნებელი იყო, რომელიც ირანის ტერიტორიაზე მაუწყებლობს და სპარსულ ენაზე თარგმნილ დასავლურ გადაცემებს ამზადებს.

თავად კარიმიანი ირანში არ ცხოვრობდა. მას ირანულმა სასამართლომ დაუსწრებლად სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის ბრალდებით 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

დღის ამბები