07 ოქტომბერი 2024,   02:41
ვრცლად
ჰაკერული თავდასხმა აშშ-ში "დემოკრატიული პარტიის" ოფისზე შესაძლოა ჩინეთის ორგანიზებული იყოს

ჰაკერული თავდასხმა, რომელიც შეერთებულ შტატებში დემოკრატიული პარტიის ოფისზე 2016 წლის არჩევენებამდე განხორციელდა, შესაძლოა ჩინეთის ორგანიზებული იყოს. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ თავდასხმა რუსმა ჰაკერებმა მოახდინეს, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი შეტევის მომზადება ნებისმიერ ჯგუფს შეეძლო.

ინტერვიუში მან ასევე ჩრდილოეთ კორეის საკითხზე აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის აუცილებლობზე ისაუბრა და კიმ ჩენ ინს "საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი" უწოდა.

დღის ამბები