07 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
აშშ-ში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

13-მდე გაიზარდა სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შეერთებულ შტატებში. არკანზასი და ტეხასი ტორნადოების სერიამ და შტორმმა დააზარალა.

წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მისურის შტატში, სადაც რეგიონის დიდი ნაწილია დატბორილი. შეზღუდულია საავტომობილო მიმოსვლა.

სამაშველო ოპერაცია ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ევაკუირებულია 100-ზე მეტი ადამიანი. არიან დაშავებულები.

დღის ამბები