07 ოქტომბერი 2024,   02:45
ვრცლად
ტორნადოების სერია და ძლიერი შტორმი - აშშ სტიქიას ებრძვის

ამერიკის ცენტრალურ-დასავლეთ შტატებში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ტეხასს ტორნადოების სერიამ, მისურის, არკანზასისა და მისისიპის შტატებს კი, ძლიერმა შტორმმა გადაუარა.

ქარბორბალამ ათობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა, ნიაღვარმა კი გზებიდან მანქანები გაიტაცა. სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

100-მდე დასახლებიდან კი, სამაშველო ჯგუფებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. უახლოეს დღეებში სამუშაოებში შესაძლოა, ათასობით სამხედროც ჩაერთოს.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა შეერთებულ შტატებში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ამ დროისთვის გადაუღებლად წვიმს მისისიპში, ლუიზიანაში, ალაბამასა და მიჩიგანში. ამ რეგიონების გარდა, მოსალოდნელი ძლიერი ქარისა და ტორნადოების საფრთხის შესახებ კიდევ 6 შტატში მცხოვრები 22 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები