07 ოქტომბერი 2024,   02:48
ვრცლად
თავდასხმა ტეხასის უნივერსიტეტში - დაღუპულია ერთი ადამიანი

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა შეერთებულ შტატებში, ტეხასის ქალაქ ოსტინში უნივერსიტეტის შენობაში მომხდარი თავდასხმის შედეგად. უკვე ცნობილია დანით შეიარაღებული მამაკაცის ვინაობა, რომელმაც თავდასხმა მოაწყო.

ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ეჭვმიტანლი მოტივის შესახებ არ საუბრობს. მომხდარის დეტალებს გამოძიება შეისწავლის.

დღის ამბები