07 ოქტომბერი 2024,   02:50
ვრცლად
კორეის ლიდერს აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ბევრი პირობის შესრულება მოუწევს - სპაისერი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის პირისპირ შეხვედრა, კორეის ლიდერის მიერ მრავალი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ განცხადება, თეთრი სახლის პრეს მდივანმა შონ სპაისერმა გააკეთა.

მისი თქმით, შეხვედრამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მანამდე მრავალი პირობის შესრულება მოუწევს, მათ შორის კი ერთ-ერთი პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებაა.

დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შესაბამის ვითარებაში ის კიმ ჩენ ინს შეხვდება. 

დღის ამბები