07 ოქტომბერი 2024,   02:42
ვრცლად
პეტერბურგში ჩეჩნეთში ლგტბ პირების წამებისა და მკვლელობის ფაქტები გააპროტესტეს

საპირველმაისო გამოსვლები პეტერბურგში ლგბტ პირების დაკავებით დასრულდა. ქალაქის ქუჩებში აქტივისტები ცისარტყელას ფერის დროშებით გამოვიდნენ და ჩეჩნეთში ლგტბ პირების წამებისა და მკვლელობის ფაქტები გააპროტესტეს. ინოფრმაცია ძალადობის შესახებ ნოვაია გაზეტამ გაავრცელა.

პუბლიკაციის თანახმად, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა 100-ზე მეტი მამაკაცი სექსუალური ორიენტაციის გამო აწამეს, ძალადობის შედეგად კი, სულ მცირე სამი მათგანი დაიღუპა.

აქციაზე შეკრებილმა უფლებადამცველებმა დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. აქცია არასანქცირებული იყო, რის გამოც სამართალდამცველებმა ათობით აქტივისტი დააკავეს.

დღის ამბები