07 ოქტომბერი 2024,   02:39
ვრცლად
ფხენიანი ვაშინგტონს ბირთვული ომის პროვოცირების მცდელობაში ადანაშაულებს

ფხენიანი ვაშინგტონს კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული ომის პროვოცირების მცდელობაში ადანაშაულებს. სამხრეთ კორეის, იაპონიისა და შეერთებული შტატების ერთობლივი წვრთნის ფარგლებში, ორმა ამერიკულმა ბომბდამშენმა რამდენიმე ფრენა განახორციელა, რამაც ფხენიანის უკმაყოფილება გამოიწვია.

ჩრდილო კორეის სახელმწიფო ტელეარხის ცნობით, ბომბდამშენებმა ბირთვული ავიაიერიშის მიტანაში ივარჯიშეს, რაც ღია სამხედრო პროვოკაციაზე მიუთითებს.

ორი ზებგერითი ბომბდამშენი ლანსერი ფხენიანის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის პრევენციის მიზნით, სამხრეთ კორეაში ცოტა ხნის წინ გაგზავნეს.

დღის ამბები