07 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
მარინ ლე პენს პლაგიატში ადანაშაულებენ

მარინ ლე პენს პლაგიატში ადანაშაულებენ. ჟურნალისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართვა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მან ყოფილი კონკურენტის ფრანსუა ფიონის სიტყვები გაიმეორა.

ჟურნალისტების განცხადებით, მარინ ლე პენმა სამეზობლო პოლიტიკაზე საუბრისას იგივე ციტატები და ფრაზები გამოიყენა, რაც ფრანსუა ფიონმა 15 აპრილს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე წარმოსთქვა.

პლაგიატის ბრალდებებს უარყოფენ ნაციონალურ ფრონტში. ლე პენის პარტიაში აცხადებენ, რომ კანდიდატი განზრახ ციტირებდა ფიონს, რომ ყოფილი კონკურენტის მომხრეების მხარდაჭერა მოეპოვებინა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 7 მაისს გაიმართება. გამოკითხვების მიხედვით, მარინ ლე პენს 40 პროცენტი უჭერს მხარს, მის კონკურენტ ემანუელ მაკრონს კი, ამომრჩევლების 60 პროცენტის მხარდაჭერა აქვს.

დღის ამბები