07 ოქტომბერი 2024,   02:43
ვრცლად
ჰილარი კლინტონი არჩევნებში დამარცხების მთავარ მიზეზად, პროცესებში რუსეთის ჩარევას ასახელებს

ჰილარი კლინტონმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მთავარი მიზეზად პროცესებში რუსეთის ჩარევას ასახელებს.

ტელეკომპანია CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის ჰაკერული თავდასხმა და მეილების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, მისი ოპონენტის, დონალდ ტრამპის დახმარების მიზნით განხორციელდა.

ჰილარი კლინტონის განცხადებას ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა დონალდ ტრამპი.

მისი თქმით არჩევნებში დამარცხებას დემოკრატები რუსეთის ჩარევით ამართლებენ.

დღის ამბები