07 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
ტერაქტს სირიაში სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტს სირიაში სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ, თავდასხმა ერაყის საზღვართან მდებარე მიგრანტების ბანაკზე განახორციელა, რასაც ისლამისტებსა და სირიელ მეამბოხეებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოჰყვა.

დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

თავდასხმა სირიის დემოკრატიული ძალების და ქურთი მებრძოლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

დღის ამბები