07 ოქტომბერი 2024,   02:49
ვრცლად
თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულში ნატო-ს კოლონასთან თავი აიფეთქა - დაიღუპა 8 ადამიანი

მორიგი თავდასხმა ნატო-ს ძალებზე ქაბულში. თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნატო-ს კოლონასთან თავი აიფეთქა. შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, 25-ზე მეტი კი დაშავდა.

გარდაცვლილების ვინაობა უცნობია, თუმცა ალიანსის სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სამი ამერიკელი სამხედროა, დანარჩენები კი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ნატო-ს მისიის ჯავშან მანქანები.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები