07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა და დებატები ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან

დებატები ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან-რუსეთი, თურქეთი, საერთშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, ბრექსიტი და მიგრაციის კრიზისი, ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომელზეც ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს იენს სტოლტენბერგთან შეკითხვები ჰქონდათ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ 25 მაისს ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც პირველად დაესწრებიან ამერიკის პრეზიდენტი დონალ ტრამპი და საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი, რომელსაც ფრანგები კვირის ბოლოს აირჩევენ.

„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ნატო-ს შეხვედრა ბრიუსელში, რომელიც იქნება მოკლე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან ეს იქნება პირველი შეხვედრა სადაც შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი ჩამოვა ევროპაში. ასევე პირველად შევხვდებით საფრანგეთის ახალ პრეზიდენტსაც. შეხვედრას დაესწრება ასევე მონტენეგროც, როგორც ალიანსის 29-ე წევრი,”-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგთან შეხვედრას ის ევროპელი დეპუტატებიც ესწრებოდნენ, რომლებიც უკვე 26 მაისს თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩამოვლენ. ისინი აქცენტს დემოკრატიულ ქვეყნებში მედიის მნიშვნელობაზე აკეთებენ.

„რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ნატო-ს შეხვედრა საქართველოში გაიმართება. ვფიქრობ არსებობს სივრცე თანამშრომლობისთვის და ეს იქნება არაჩვეულებრივი შეხვედრა. საქართველოში ვისაუბრებთ გამოწვევებზე და შესაძლოა გვქონდეს ორმხრივი შეხვედრებიც. რაც შეეხება რუსთავი 2-ის საკითხს, დღეს არის გამოხატვის თავისუფლების დღე და ეს სერიოზული თემაა ევროპაშიც. ნატო-ს ევროპელ წევრებსაც კი აქვთ პრობლემები სიტყვის თავისუფლებასთან. ეს არის ადამიანის უფლება, რომელიც დაცული უნდა იყოს. ევროკავშირს ის პრიორიტეტად უნდა ჰქონდეს ჩვენ ყველა მოკავშირესთან დამოკიდებულებაში,“-აცხადებს ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობებში ევა კაილი.

დღის ამბები