07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ნახშირის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ირანში 21 ადამიანი დაიღუპა

ნახშირის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ირანში, გოლესტანის პროვინციაში 21 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 70, ნანგრევებში ამ დრომდე რჩება მაღაროს 32 მუშა. ნგრევა მაღაროში გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეულმა აფეთქებამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები. ჯერ-ჯერობით გვირაბის მხოლოდ 600-ს მეტრიანი მონაკვეთია გაწმენდილი, ჩარჩენილები დაახლოებით 1300 მეტრის სიღრმეზე იმყოფებიან.

დღის ამბები