07 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
FBI-ს დირექტორი რუსეთს დედამიწაზე ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რუსეთს დედამიწაზე ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს.

განცხადება ამის შესახებ ჯეიმს კომიმ სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა. მისი შეფასებით, რუსეთი ამ დრომდე ერევა შეერთებული შტატების პოლიტიკაში, საგამოძიებო უწყება კი ამ საკითხის შესწავლას განაგრძობს.

სენატორების წინაშე FBI-ს დირექტორმა პირველად გააკეთა საჯარო განმარტება, თუ რატომ განაახლა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა უწყებამ ჰილარი კლინტონის იმეილების სკანდალთან დაკავშირებული გამოძიება.

კომის თქმით, გულისამრევია იმაზე საუბარი, რომ მას შეეძლო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა, ახალი ინფორმაციის დამალვა კი, მისივე შეფასებით, კატასტროფული იქნებოდა.

დღის ამბები