07 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
სირიის უსაფრთხოების ზონებში შესაძლოა უცხოელი სამხედროები განლაგდნენ

სირიის უსაფრთხოების ზონებში შესაძლოა უცხოელი სამხედროები განლაგდნენ. ამის შესახებ, მემორანდუმის პროექტზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა კომერსანტი წერს.

ახალი ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტმა თავდაპირველად ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს წამოაყენა, შემდეგ კი სოჭში, რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამავე საკითხზე კონსულტაციები ოფიციალურმა მოსკოვმა დამასკოსთან და თეირანთანაც გამართა.

მემორანდუმის პროექტის თანახმად, სირიაში 4 ბუფერული ზონა უნდა შეიქმას, სადაც ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენება აიკრძალება.

ვარაუდობენ, რომ შეთანხმებას ხელს ასტანის მოლაპარაკებების დროს მოაწერენ.

დღის ამბები