07 ოქტომბერი 2024,   02:49
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენი ტელედებატებში დაამარცხა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე კანდიდატები ერთმანეთს ბოლო ტელედებატებში დაუპირისპირდნენ. ნაციონალური ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა და ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა ეკონომიკის, უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, პირდაპირ ეთერში, ორ საათზე მეტხანს იკამათეს.

"უსაფრთხოება და ტერორიზმთან ბრძოლა თქვენი პროგრამიდან საერთოდ გამქრალია. არც არაფერს სთავაზობთ ამ კუთხით მოსახლეობას. პირველ რიგში, ტერორიზმთან ბრძოლის დაწყებამდე საფრანგეთი თავის საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს, რასაც პირადად მე პირველივე დღეს გავაკეთებ,” - განაცხადა მარინ ლე პენმა.

ემანუელ მაკრონმა კი ლე პენი სამოქალაქო ომის წაქეზებაში დაადანაშაულა.

„ქვეყანას თქვენ სთავაზობთ დაყოფას და სამოქალაქო ომს. ტერორიზმთან ბრძოლა არ ნიშნავს იმას, რომ მათ მახეში უნდა გავებათ. თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ ფრანგ ხალხს მათი რელიგიური მრწამსის გამო. ეს კი დიდ პრობლემას შეგვიქმნის, ამას მე არ დავუშვებ,” - განაცხადა ემანუელ მაკრონმა

დებატების ბოლოს გამარჯვებულიც გამოვლინდა. მაყურებლის უმრავლესობამ ემანუელ მაკრონის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნია.

დღის ამბები