07 ოქტომბერი 2024,   02:49
ვრცლად
ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე სამეფო ვალდებულებებს აღარ შეასრულებს

ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე სამეფო ვალდებულებებს აღარ შეასრულებს. ბუკინგემის სასახლის ცნობით, ეს გადაწყვეტილება პრინცმა ფილიპმა მიიღო და დედოფალმაც მხარი დაუჭირა.

95 წლის პრინცი ოფიციალურ შეხვედრებსა და მიღებებს აგვისტოდან შეწყვეტს. ის 700-ზე მეტი ორგანიზაციის მფარველი და წევრია, შესაბამისად, მათ მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული.

ვიდრე პრინც ფილიპის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდებოდა, ბუკინგემის სასახლის პერსონალი საგანგებო შეხვედრაზე დაიბარეს.

დღის ამბები