07 ოქტომბერი 2024,   02:48
ვრცლად
"სიკვდილის ტოლფასი იყო"-ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან განქორწინებაზე ალაპარაკდა

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შესახებ საჯაროდ პირველად ალაპარაკდა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალ GQ Style-ს მისცა და განაცხადა, რომ ჯოლისთან დაშორება მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.

მსახიობმა აღიარა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბევრს სვამდა, ეწეოდა და ხალხთან ურთიერთობასაც თავს არიდებდა. თუმცა ახლა თერაპიის კურსს გადის და ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული უკვე აღარ არის.

ჟურნალმა GQ Style-მ ინტერვიუსთან ერთად მსახიობის ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ფოტო სესია ცოტა ხნის წინ გაიმართა.

ბრედ პიტი ახალი ფილმის პრემიერისთვის ემზადება. 26 მაისს კინოეკრანებზე ავღანეთის ომზე შექმნილი სურათი-ომის მანქანა გამოდის.

დღის ამბები