07 ოქტომბერი 2024,   02:48
ვრცლად
სირიის საკითხი - რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი

რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა სირიის საკითხებზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, ასტანაში ახალ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც სირიაში უსაფრთხო ზონა უნდა შეიქმნას.

სულ 4 ზონა შეიქმნება, მათ შორის იდლიბისა და ჰომსის პროვინციებშიც. ეს ტერიტორიები არასაფრენ ზონად გამოცხადდება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება.

სირიის საკითხზე ყაზახეტში მომდევნო შეხვედრა ივნისშია დაგეგმილი. 

დღის ამბები