07 ოქტომბერი 2024,   02:50
ვრცლად
ავიაკომპანია United Airlines ინციდენტისთვის ბოდიშს იხდის - განხილვა სენატში 

ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines-ის თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტი სენატში განხილვის მთავარი თემა გახდა. აპრილში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ბორტიდან ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს მგზავრი, რომელიც დაშავდა. ვიდეო კი ინტერნეტით გავრცელდა, რამაც საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ავიაკომპანია United-ის პრეზიდენტმა და ჩიკაგოს საავიაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დღეს ამერიკის სენატში მოიხადეს ბოდიში იმ შემზარავი ინციდენტისთვის, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, United-ის თვითმფრინავიდან მგზავრის - დევიდ დაოს ძალით გაყვანას და მის ფიზიკურ დაშავებას ეხებოდა.

“ჩვენმა ავიაკომპანიამ დააზარალა საზოგადოების ნდობა. ასეთი ინციდენტი არასოდეს უნდა მომხდარიყო. მე კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ექიმ დაოს, მის ოჯახს, ყველა მგზავრს, რომელიც რეისზე იმყოფებოდა, ყველა ჩვენს მომხმარებელს და თანამშრომელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, ვწუხვარ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომპანიის არაადეკვატურ რეაგირებაზე,” - განაცხადა United Airlines-ის პრეზიდენტმა.

United-ის თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს სენატის მწვავე რეაქცია მოჰყვა. კანონმდებლებმა საავიაციო დეპარტამენტს წერილი გაუგზავნეს და კომიტეტის სხდომა მოიწვიეს. სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა კი, სასწრაფოდ დაიწყო მუშაობა კანონზე, მგზავრთა უფლებების დასაცავად.

United-ის უსიამოვნო ინცინდენტის შემდეგ, მგზავრთა უფლებების დასაცავად კანონპროექტს ამზადებს კანადაც.

დღის ამბები