07 ოქტომბერი 2024,   02:50
ვრცლად
ფხენიანმა ვაშინგტონი კიმ ჩენ ინის მკვლელობის მომზადებაში დაადანაშაულა

ფხენიანმა ვაშინგტონი კიმ ჩენ ინის მკვლელობის მომზადებაში დაადანაშაულა. ჩრდილოეთ კორეაში მოხსენება გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ შეთქმულება ლიდერის და უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ და სეულმა ერთობლივად დაგეგმეს.

მათ ფარული ტერორისტული დაჯგუფება ჩამოაყალიბეს, რომელოსაც კიმ ჩენ ინი და მისი გარემოცვა ბიოქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერების გამოყენებით სახელმწიფო ღონისძიებებზე, მათ შორის სამხედრო აღლუმის დროს უნდა გაენადგურებინა.

მამხილებელი დოკუმენტი მტკიცებულებებს არ მოიცავს, თუმცა მასში აღნიშნულია, რომ შეთქმულებაში ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეც მონაწილეობდა.

დღის ამბები