26 აპრილი 2024,   12:14
ვრცლად
იოჰანეს ჰანი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა, სადაც ძირითადი საუბრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებები, სიტყვის თავისუფლება და საარჩევნო რეფორმები იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა დავით ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იოჰანეს ჰანთან საუბრისას ყურადღება გაამახვილეს ყველა აქტუალურ პრობლემაზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

“ერთ-ერთი ძირითადი თემა განხილვაზე იყო სამომავლო ნაბიჯები, როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა და როგორ უნდა იყოს საქართველო კიდევ უფრო მჭიდროდ ინტეგრირებული ევროკავშირთან და გარდა ამისა ბუნებრივია მათი ინტერესი იყო შიდა პოლიტიკა, ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, რუსთავი 2-ზე, სტრასბურგის სასამართლოზეც და ყველა იმ თემაზე რაც მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, ევროკომისარი სრულიად იზიარებს იმ აზრს, რომ  ახალი კონსტიტუცია უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკური კონსესუსის შესაქმნელად.

იოჰანეს ჰანი ოპოზიციური პარტიებთან შეხვედრამდე ამავე თემებზე პრემეირ-მინისტრს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს და საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა.

“ევროკომისარმა აღნიშნა საქართველოს გამორჩეული როლი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. საუბარი ასევე შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს. პრეზიდენტმა ევროკომისარს გააცნო თავის მოსაზრებები და თავის მხრივ ევროკომისარმა ისაუბრა, რომ ამ გავრი პროცესებისთვის აუცილებელია ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა,“ - განაცხადა უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

დღის ამბები