07 ოქტომბერი 2024,   02:40
ვრცლად
სირიაში უსაფრთხოების ზონებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა

სირიაში უსაფრთხოების ზონებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა. ასტანაში ირანის, რუსეთისა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, სირიაში დე-ესკალაციის 4 ზონა შეიქმნა.

ამ რაიონებში 6 თვის განმავლობაში ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენება და სამხედრო ავიაციის გადაადგილება იკრძალება. აქ ასევე მოეწყობა საკონტროლო გამშვები პუნქტებიც, რომლებსაც ცეცხლისშეწყვეტის გარანტორი ქვეყნები - რუსეთი, თურქეთი და ირანი, გააკონტროლებენ.

შეთანხმების ამოქმედება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა. 

დღის ამბები