07 ოქტომბერი 2024,   02:43
ვრცლად
პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე არეულობის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა

პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე არეულობაა. ორი ქვეყნის სამხედროებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. მიზეზი კი მოსახლეობის აღწერითი სამუშაოები გახდა.

ყანდაარის რეგიონის ადმინისტრაციის მტკიცებით, პაკისტანური ჯგუფები ხალხს საზღვრის ავღანულ მხარეს ითვლიდნენ და მოსახლეობას ხელისუფლების წინააღმდეგ აქეზებდნენ.

დაპირისპირების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა. 

დღის ამბები