07 ოქტომბერი 2024,   02:45
ვრცლად
შონ პენმა ნიუ-იორკში საქველმოქმედო ვახშამს უმასპინძლა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, შონ პენმა, ნიუ-იორკში საქველმოქმედო ვახშამს უმასპინძლა. საღამოს, რომელიც სოთბის აუქციონის სახლში გაიმართა, უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი, დიზაინერი დონა კარანი და მსახიობი ჯონ ტურტურო.

ვახშამზე დასასწრები ბილეთი 5 ათასი დოლარი ღირდა.

შემოსული თანხით მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ჰაიტის დაეხმარებიან. 2010 წელს მომხდარ სტიქიას 300 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, მილიონ ნახევარი კი უსახლკაროდ დარჩა. 

დღის ამბები