07 ოქტომბერი 2024,   02:42
ვრცლად
"Wikileaks"-მა ემანუელ მაკრონის შტაბის წარმომადგენლების მიმოწერაში რუსული კვალი გამოავლინა

Wikileaks-მა ემანუელ მაკრონის შტაბის წარმომადგენლების მიმოწერაში რუსული კვალი გამოავლინა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჰაკერული თავდასხმის შედეგად გაჟონილ დოკუმენტებში რუსული სახელმწიფო კომპანიის ევრიკას თანამშრომლის გვარი ფიგურირებს. Wikileaks-ის განცხადებით - გრიგორი როშკა პეტროვიჩი დოკუმენტებში 9-ჯერ არის ნახსენები.

ინტერნეტპორტალი მიუთითებს, რომ კომპანია ევრიკას სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საქმიანობისთვისთვის ლიცენზია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგან აქვს მიღებული. რუსული საიტი კომპანიებს შორის ევრიკას მუდმივი მომხმარებლებში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები და სამინისტროები ირიცხებიან.

ემანულ მაკრონის შტაბის დოკუმენტები Wikileaks-მა 2 დღის წინ გამოაქვეყნა. პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბში დაადასტურეს, რომ მათ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები