07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
3 წლიანი ტყვეობის შემდეგ, ნიგერიელმა მებრძოლებმა 82 მძევალი გაათავისუფლეს

ნიგერიელმა მებრძოლებმა 82 მძევალი გაათავისუფლეს, რომლებმაც ტყვეობაში 3 წელი გაატარეს. ბოკო ჰარამის მებრძოლებმა, 276 სკოლის მოსწავლე გოგონა 2014 წლის აპრილში გაიტაცეს და მას შემდეგ მონობაში აკავებენ. ბავშვების გათავისუფლებაზე ისლამისტებთან მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში ნიგერიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს და მძევლების ნაწილი რამდენიმე მებრძოლზე გადაცვალეს, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის ბოკო ჰარამის ტყვეობაში 140-მდე მოსწავლე რჩება.

დღის ამბები