07 ოქტომბერი 2024,   02:44
ვრცლად
მასშტაბური ევაკუაცია ჰანოვერში - 50 ათასი ადგილობრივი საკუთარ სახლს ტოვებს

გერმანიის ქალაქ ჰანოვერში 50 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს, ამის შესახებ CNN წერს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქალაქში აღმოჩენილი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბები უნდა გაინაღმოს.

მოსახლეობის ერთი მეათედი უსაფრთოხების მიზნით სახლში, ორშაბათამდე ვერ დაბრუნდება. 

ჰანოვერი გაერთიანებულმა ძალებმა 1943 წელს დაბომბეს და ჭურვები, რომლებიც იმ დროს არ აფეთქდა, სწორედ ახლა აღმოაჩინეს.

დღის ამბები