07 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
ემანუელ მაკრონის დამაჯერებელი გამარჯვება საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, მას 65.8 პროცენტი აქვს, მარი ლეპენს კი 34.5 %. 39 წლის ცენტრისტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ევროპული მომავლის მომხრეა და ოფიციალური კრემლის საწინააღმდეგო პოზიცია უჭირავს.

ულტრა მემაჯრვენე ლე პენმა დამარცხება უკვე აღიარა. მან ოპონენტს ტელეფონით მიულოცა გამარჯვება და საფრანგეთის წინაშე მდგარი გამოწვევის დაძლევაში წარმატება უსურვა.

მაკრონის მხარდამჭერები ლუვრის მოედანზე გამარჯვებას გვიანობამდე ზეიმობდნენ. ლუვრის მოედანზე გვიან მაკრონიც მივიდა, რომელიც იქ ევროკავშირის ჰიმნის ფონზე გამოჩნდა და შეკრებილებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

 

"ევროპა და მთელი სამყარო ელიან ჩვენგან, მომავალშიც ვიყოთ ისინი, ვინც ვართ. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არავის გაუჩნდეს მიზეზი, არჩევნებში უკიდურეს მოსაზრებებს დაუჭიროს მხარი,“ - განაცხადა ემანუელ მაკრონმა 

 

დღის ამბები