07 ოქტომბერი 2024,   02:51
ვრცლად
მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხება აღიარა

მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხება წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე აღიარა. ულტრამემარჯვენე კანდიდატი თავის საარჩევნო შტაბში მომხრეების წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მან ემანუელ მაკრონს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მარინ ლე პენის თქმით, ნაციონალური ფრონტი საფრანგეთის ხელისუფლების პირველი ოპოზიციური ძალა იქნება. მან მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მომხრეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

წინასწარი შედგების გამოქვეყნების შემდეგ, პარიზის ქუჩებში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები ორივე კანდიდატის წინააღმდეგ გამოვიდნენ. დემონსტრაცია გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა მომიტინგეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მისცეს. აქცია დაკავებებით დასრულდა.  

დღის ამბები