07 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
მაკრონი მილოცვებს იღებს - პოლიტიკოსი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია

ემანუელ მაკრონს მსოფლიო ლიდერებმა გამარჯვება მიულოცეს. Twitter-ის სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ მოუთმენლად ელის საფრანგეთის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას.

ფრანგ ხალხს ევროპული არჩევანი მიულოცეს ევროკავშირის ლიდერებმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა, გერმანიის კანცლერმა და ბრიტანეთის პრემიერმა.

ლუვრის წინ შეკრებილ მხარდამჭერებთან შესახვედრად საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ესკორტის თანხლებით მივიდა. მუზეუმის წინ დამონტაჟებულ სცენაზე კი, 39 წლის ემანუელ მაკრონი ევროკავშირის ჰიმნის ფონზე გამოჩნდა.

ცენტრისტ კანდიდატს, რომელიც ფრანგებს კამპანიის დროს უკეთეს ევროპულ მომავალს ჰპირდებოდა, მხარდამჭერები ოვაციით დახვდნენ.

წინასწარი შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი ხმათა უმრავლესობით დაამარცხა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები