07 ოქტომბერი 2024,   02:41
ვრცლად
საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალის საქმეზე დაკავებულის დაკითხვა 2 დღეში უნდა გაგრძელდეს

საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალის საქმეზე დაკავებულის დაკითხვა 2 დღეში სასამართლოზე უნდა გაგრძელდეს. ეჭვმიტანილი ექიმი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს და ექსპერტიზის პასუხს ითხოვს.

ის აცხადებს, რომ გარდაცვლილს 26 აპრილს უნდა შეხვედროდა, თუმცა დიანა ბერიძე დათქმულ დროს საავადმყოფოში არ მივიდა.

ქართველ ქალის ცხედარი გასულ კვირას მდინარეში იპოვეს. საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი კი, ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმია. დაკავებულია იმავე საავადმყოფოს 2 თანამშრომელიც. 

დღის ამბები