07 ოქტომბერი 2024,   02:42
ვრცლად
კანადაში წყალდიდობის გამო ქვებეკის ქუჩები დაიტბორა

კანადაში წყალდიდობის გამო ქვებეკის ქუჩები დაიტბორა. პოლიცია მცირეწლოვან ბავშვსა და მამაკაცს ეძებს, რომლებიც სავარაუდოდ დინებამ წაიღო.

სამხედროები ქალაქში ქვიშის ტომრებსგან დამცავ ჯებირებს აკეტებენ. დახურულია სასწავლო დაწესებულებები და ოფისები. წითელი ჯვრის ადგილობრივი ოფისი 1500 ევაკუირებული მოქალაქისთვის დახმარების მიღებას იწყებს.

სტიქია ბოლო დღეების განმავლობაში ონტარიოსა და ქვებეკში ჭარბმა ნალექმა გამოიწვია.

დღის ამბები