07 ოქტომბერი 2024,   02:48
ვრცლად
ფრანსუა ოლანდი ანგელა მერკელთან გამოსამშვიდობებლად გერმანიაში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ანგელა მერკელთან გამოსამშვიდობებლად გერმანიაში ჩავიდა. ფრანსუა ოლანდი მოვალეობების შესრულებას კვირის ბოლოს შეწყვეტს და ქვეყნის მმართველობას ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადააბარებს.

ანგელა მერკელმა სტუმარი თავის რეზიდენციაში მიიღო და მის პატივსაცემად არაოფიციალური ვახშამი გამართა.

განხილვის მთავარი თემა გერმანია-საფრანგეთის ეკონომიკური თანამშრომლობა იყო. 

დღის ამბები