07 ოქტომბერი 2024,   02:47
ვრცლად
სამხრეთ კორეაში პირველი პირის პოსტისთვის 13 კანდიდატი იბრძვის

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. თუმცა, ფავორიტად ორი პოლიტიკოსი მიიჩნევა. გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი დემოკრატიული პარტიისა და პარტია თავისუფალი კორეას კანდიდატებს აქვთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო სიებში 42 მილიონი ადამიანი ირიცხება. ელექტორატის მეოთხედმა საკუთარი არჩევანი წინასწარ გააკეთა.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კორეაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც უკვე ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულეს და იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

დღის ამბები