07 ოქტომბერი 2024,   02:47
ვრცლად
აფეთქება მექსიკის ფოიერვერკების საწყობზე - დაიღუპა 14 ადამიანი

მექსიკაში ფოიერვერკის საწყობის აფეთქებისა შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა, ამის შესახებ AFP წერს.

აფეთქება 15 მაისის რელიგიური ფესტივალისთვის მომზადების პროცესში მოხდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, შენობაში, რომელშიც ფოიერვერკები ინახებოდა, ადამიანები ცხოვრობდნენ.

გასული წლის დეკემბერში მექსიკის ყველაზე დიდ მარკეტში ფოიერვერკების აფეთქების შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, 70 კი - დაშავდა.

ფოტო არქივიდან.

 

დღის ამბები