07 ოქტომბერი 2024,   02:43
ვრცლად
დონალდ ტრამპმა FBI-ის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეიმს კომი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ინფორმაციას თეთრი სახლის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტმა მოულოდნელი გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის ჯეფ სეშენსის რეკომენდაციით მიიღო.

ტრამპი აღნიშნავს, რომ ჯეიმს კომის აღარ შეუძლია, ეფექტურად მართოს ფედერალური ბიურო. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, კომის გათავისუფლება FBI-ის მიერ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რუსეთთან კავშირებს გამოძიების გამო მოხდა.

დემოკრატები ამ საქმეზე დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნას ითხოვენ.

დღის ამბები