07 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში - Lemonde 

"დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში" - ამ სათაურით ფრანგული გამოცემა lemonde  შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც დაფინანსებას უწყვეტს იმ ქვეყნებს, ვინც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარეს.

სტატიის ავტორის აზრით, ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონთან დაახლოების შესახებ მოსკოვის მოლოდინებს ეწინააღმდეგება.

ასევე აღნიშნულია, რომ არც ერთი წინამორბედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას რუსეთის ქმედებებისთვის სახელი "ოკუპაცია" არ დაურქმევია.

დღის ამბები