07 ოქტომბერი 2024,   02:43
ვრცლად
ჯეიმს ქომიმ ვაშინგტონში ნდობა დაკარგა - ტრამპის განმარტება FBI-ის ხელმძღვანელის გადაყენებაზე

გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, ჯეიმს ქომის, სკანდალური გადაყენების შემდეგ დონალდ ტრამპი კომენტარს Twitter-ზე აკეთებს.

მისი თქმით, ქომიმ ვაშინგტონში ნდობა დაკარგა და, როცა ყველაფერი ჩაივლის, მას ამ ნაბიჯისთვის მადლობას გადაუხდიან.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის გადაყენებაზე კომენტარს აკეთებს ვლადიმერ პუტინიც, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ ფაქტს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება.

მომხდარს აპროტესტებენ დემოკრატები და რიგითი მოქალაქეები. ასობით ადამიანი ვაშინგტონში გამოვიდა.

ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რასაც ქომი ბოლო ხანებში ხელმძღვანელობდა, დონალდ ტრამპის კამპანიის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირები იყო.

დღის ამბები