07 ოქტომბერი 2024,   02:41
ვრცლად
თურქეთი აშშ-ს აფრთხილებს, სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ქურთების დაჯგუფება არ დააფინანსოს

თურქეთი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, არ დააფინანსოს ქურთების დაჯგუფება სირიაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად. განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.

რეჯეპ ტაიმ ერდოღანი ამბობს, რომ  წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვაშინგტონისთვის იქნება საზიანო.

ერდოღანის თქმით, საკითხს ის მომავალ კვირაში ტრამპთან ვიზიტის დროსაც განიხილავს.

სირიაში მებრძოლი ქურთების დაჯგუფება თურქეთში ქურთების მუშათა პარტიის სატელიტად მოიაზრება. ეს უკანასკნელი კი ვაშინგტონისა და ანკარას მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

დღის ამბები