07 ოქტომბერი 2024,   02:51
ვრცლად
ლიბიის სანაპირო დაცვამ ხმელეთზე მიგრანტების ნავი დააბრუნა

ლიბიის სანაპირო დაცვამ ხმელეთზე მიგრანტების ნავი დააბრუნა, რომელზეც 350 სირიელი, ლიბიელი და მაროკოელი მიგრანტები იმყოფებოდნენ.

ხის ნავით ისინი ევროპის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. ყველა მათგანი სანაპირო დაცვამ უსაფრთხოდ დედაქალაქ ტრიპოლიში გადაიყვანა.

გასული წლის განმავლობაში ლიბიიდან ამ ფორმით იტალიაში 181 ათასი მიგრანტი გადავიდა.

დღის ამბები