03 მაისი 2024,   18:57
ვრცლად
უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც უმრავლესობის გარკვეულ არაჯანსაღ მისწრაფებებს დააბალანსებს - გიორგი ბერაია

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა ქვეყანაში დამაბალანსებელ მექანიზმს შექმნის.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას შეუნარჩუნდეს უფლება, პირდაპირი წესით აირჩიოს სახელმწიფოს მეთაური და ის მოდელი, რომელსაც გვთავაზობს მმართველი პარტია, განსაკუთრებით პარლამენტის არჩევის წესი და შემდგომ ამ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის, არის პირდაპირი რეცეპტი იმისა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი არ იქნება დამაბალანსებელი ძალა, არამედ იქნება მმართველი ძალის გაგრძელება,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ის) ანალიტიკოსი, გიორგი ბერაია, ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, რათა არსებობდეს „მექანიზმი, რომელიც უმრავლესობის გარკვეულ არაჯანსაღ მისწრაფებებს დააბალანსებს“.

დღის ამბები