07 ოქტომბერი 2024,   02:41
ვრცლად
აშშ-ში ფიქრობენ, რომ ტრამპმა FBI-ის დირექტორი მიმდინარე გამოძიების შესაფერხებლად გაათავისუფლა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ FBI-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას დემოკრატიულ პარტიაში აკრიტიკებენ. ჰილარი კლინტონის თანაგუნდელები ჯეიმს კომის გადადგომას მიზანმიმართული ნაბიჯი უწოდეს. დემოკრატი სენატორებიც და კონგრესმენებიც აცხადებენ, რომ FBI-ის დირქტორი ტრამპმა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე გამოძიების შესაფერხებლად მიიღო.

გავრცელებული ცნობით კი ჯეიმს კომი გამოძიების გაფართოებას გეგმავდა და შესაბამის უწყებებს დამატებითი კადრის გამოყოფაც სთხოვა. სენატის დაზვერვის კომიტეტმა რუსეთის ჩარევის გამოძიების პროცესის დაჩქარება გადაწყვიტა და პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლისგან, მაიკლ ფლინისგან, დოკუმენტაცია გამოითხოვა. მიმართვა ოფიციალურია და ფლინს უარის თქმის უფლება არ აქვს.

თავად პრეზიდენტი კი ამ გათავისუფლებას მარტივად ხსნის.

"მარტივად არ გავათავისუფლე, რადგან ის კარგ საქმეს არ აკეთებდა," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის ადმინისტრაცია კი FBI-ის დირექტორის შემცვლელს ეძებს. ექვს კანდიდატს შორის ფავორიტად ჯეიმს კომის მოქმედი მოადგილე, ენდრიუ მაქქეიბი, სახელდება.

აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება თეთრ სახლთან ასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა.

დღის ამბები