07 ოქტომბერი 2024,   02:47
ვრცლად
FBI-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეთრი სახლის განცხადებას არ ეთანხმება

FBI-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯეიმს კომიზე თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება. ენდრიუ მაქქეიბი აცხადებს, რომ კომის მიმართ ბიუროს თანამშრომლებს ნდობა არასდროს დაუკარგავთ და მას დღემდე დიდ პატივს სცემენ.

მაქქეიბი სენატის დაზვერვის საკითხთა კომიტეტში მოსმენაზე იყო დაბარებული და სენატორთა შეკითხვებს უპასუხა. FBI-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთთან კავშირებზე FBI-ის გამოძიებაში ჩარევის შემთხვევაში, ის კომიტეტს ამის შესახებ აუცილებლად აცნობებს.

დღის ამბები