07 ოქტომბერი 2024,   02:47
ვრცლად
ვაშინგტონი რუსული მხარის მიერ ტრამპი-ლევროვის შეხვედრის ფოტოების გავრცელების გამო უკმაყოფილოა

რუსული მხარის მიერ დონალდ ტრამპისა და სერგი ლევროვის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალის გავრცელების გამო ვაშინგტონი უკმაყოფილოა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსულმა მხარემ ისინი მოატყუა და პრობლემაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

გაირკვა, რომ სერგეი ლავროვის პირადი ფოტოგრაფი სააგენტო ტასს-ის თანამშრომელიცაა, თუმცა ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციას რუსებმა არ აცნობეს.

გარდა ამისა, სერგეი ლავროვის უწყებამ ლიდერთა შეხვედრის ამსახველი ფოტო იმავე დღეს გამოაქვეყნა, თეთრმა სახლმა კი, მხოლოდ მეორე დღეს გაავრცელა. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსებს მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები