07 ოქტომბერი 2024,   02:49
ვრცლად
Dior-ის სახლის ახალმა დიზაინერმა მორიგი ორიგინალური დეფილე გამართა

Dior-ის სახლის ახალმა დიზაინერმა მორიგი ორიგინალური დეფილე გამართა. ველური დასავლეთით შთაგონებულმა მარია გრაზია ჩიურიმ მოდის მოყვარულები ლოს ანჯელესის შემოგარენში, უდაბნოში შეკრიბა. ახალი კოლექციაც ვესტერნის სტილშია შექმნილი და პერუსა და მექსიკური კულტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებს მოიცავს.

დეფილეს  ჰოლივუდის და შოუ ბიზნესის ვარსკვლავები დაესწრნენ. სტუმრებს შორის იყვნენ რიჰანა, შარლიზ ტერონი და ნიკ ჯონასი. შოუს დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა დიორის წარწერიანი საჰაერო ბურთები გაუშვეს.

დღის ამბები