07 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
აფეთქება რომის ცენტრში

აფეთქება მოხდა რომის ცენტრში. ფოსტის შენობასთან ახლოს მდებარე ავტოსადგომზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მსხვერპლი არ არის. დაზიანდა ერთი ავტომობილი. თვითმხილველთა განცხადებით, მათ ორი აფეთქების ხმა გაიგეს, რომელთაგან ერთი ძლიერი იყო.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. მათი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვის მექანიზმით აამოქმედეს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ აფეთქება ანარქისტული დაჯგუფებების მიერ იყოს ორგანიზებული.

ფოსტის შენობასთან ახლოს გაეროს ოფისიც მდებარეობს. 

დღის ამბები