26 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
ბობ ჯეიმსის კონცერტი თბილისში - ლეგენდარული პიანისტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჯანსუღ კახიძის ცენტრში დაუკრავს

ბობ ჯეიმსი და მისი ტრიო თბილისური კონცერტისთვის ემზადება. მუსიკოსები თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჯანსუღ კახიძის ცენტრში დაუკრავენ. ლეგენდარული პიანისტი და გრემის მფლობელი ბობ ჯეიმსი მსმენელს ჯაზისა და კლასიკური მუსიკის სინთეზს შესთავაზებს.

ბობ ჯეიმსთან ერთად თბილისში მისი ტრიოს წევრები, იური გოლუბევი და ნიკოლა ანგელუჩიც, ჩამოვიდნენ. კონცერტის მეორე განყოფილებაში ამერიკელი კომპოზიტორის ნაწარმოებს სამივე მუსიკოსი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს.

კონცერტის პირველ განყოფილებაში ბობ ჯეიმსის ტრიო ჯაზ კომპოზიციებს დაუკრავს, მათ შორის ახალი ნაწარმოებებსაც, რომლებიც მუსიკოსებს სტუდიაში ჯერ არც კი ჩაუწერიათ.

წლევანდელი ფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული სტუმარი პატი ოსტინი იქნება. ლეგენდარული ჯაზშემსრულებელი კარიერის დასაწყისშივე ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც ქუინსი ჯონსი და ჯორჯ დიუკია.

ჯანსუღ კახიძის სახელობის მესამე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 10 მაისს ანსამბლი ირიაოს კონცერტით გაიხსნა. კიდევ ერთ ჯგუფი, რომელიც ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება, The real group-ია. შვედური ანსამბლი საკუთარ კომპოზიციებს საქართველოში პირველად 17 მაისს შეასრულებს. 

დღის ამბები