07 ოქტომბერი 2024,   02:42
ვრცლად
ჩინეთში რკინიგზის თანამშრომელმა ახალგაზრდა ქალი სიკვდილს გადაარჩინა

ჩინეთში რკინიგზის თანამშრომელმა ახალგაზრდა ქალი სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა ფუცძიანის პროვინციის სადგურში მოხდა, სადაც ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა სცადა. 

მატარებლის მოახლოებისთანავე ქალი, რომელიც პლატფორმაზე იდგა, ლიანდაგებისკენ გაიქცა, თუმცა იქვე მდგომმა რკინიზგსი თანამშრომელმა მას თვითმკვლელობის საშუალება არ მისცა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა სადგურში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერამ გადაიღო.

მომხდარის შემდეგ ახალგაზრდა ქალი, სამედიცინო შემოწმების მიზნით, ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები